ენტონი ბლინკენი - შევთანხმდით, რომ რუსეთს შემდეგ კვირას ჩვენს იდეებს წერილობით გავუზიარებთ

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ მომავალ კვირას მოსკოვის მიერ წამოჭრილ წუხილებს წერილობით უპასუხებს. ამის შესახებ ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართული შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაზეც დღეს შევთანხმდით, ისაა, რომ მომავალ კვირას მათ ჩვენს იდეებს წერილობით გავუზიარებთ - ჩვენ პასუხს მათ წუხილებზე. წერილობითი სახით გავუზიარებთ ჩვენს წუხილებსაც”, - განაცხადა ბლინკენმა.

როგორც სახელმწიფო მდივანმა დასძინა, იდეების წერილობითი გაცვლის შემდეგ მხარეები ერთმანეთს ხელახლა შეხვდებიან.

„თავდაპირველად, როგორც მინიმუმ, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, თუმცა თუ ეს სასარგებლო იქნება და სიტუაციას დაძრავს, ჩვენ სავსებით მზად ვართ, რომ ორ პრეზიდენტს შორის შეხვედრაც გაიმართოს“, - აღნიშნა ბლინკენმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა