ზაზა ვაშაყმაძე მოლდოვა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეს, ლილიანა ნიკოლაესკუ-ონოფრეის შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის კულტურის, განათლების, კვლევის, ახალგაზრდობის, სპორტისა და მასმედიის კომიტეტის თავმჯდომარეს, მოლდოვა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეს, ლილიანა ნიკოლაესკუ-ონოფრეის შეხვდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე სააგენტოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და მოლდოვას მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, მათ შორის, სამეულის (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) ფორმატში, რაც ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მით უფრო, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ხშირად ანალოგიური პრობლემები აქვთ. საქართველოსა და მოლდოვას შემთხვევაში, ერთ-ერთ ამგვარ პრობლემად რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ოკუპირებული ტერიტორიები დაასახელა, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, მათ შორის, რელიგიური უფლებების დარღვევის ფაქტებზე მოუთხრო და საჩუქრად სააგენტოს მიერ გამოცემული წიგნი, „ოკუპირებული მემკვიდრეობა“ გადასცა.

სააგენტოს ცნობით, საქართველოს სახელმწიფოს რელიგიურ პოლიტიკასა და რელიგიის სააგენტოს საქმიანობის გაცნობის შემდგომ, ლილიანა ნიკოლაესკუ-ონოფრეი დაინტერესდა ინტერრელიგიური დიალოგის ფორმატით და აღნიშნა, რომ იგი იდეალურია იმისთვის, რათა რელიგიებმა ერთმანეთი უკეთ გაიცნონ და ითანამშრომლონ.

„თქვენგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება და თქვენი მაგალითებით სხვადასხვა პროექტების განხორციელება ჩვენთვის საჭირო გამოცდილება იქნება“, - განაცხადა ლილიანა ნიკოლაესკუ-ონოფრეიმ ის დაინტერესდა საქართველოს სკოლებში რელიგიის სწავლების პროცესით. თანათავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მოლდოვას სკოლებში რელიგია არჩევითი საგანია. პედაგოგი სასულიერო პირია, რომელსაც განათლების სამინისტრო ამზადებს ან სამოქალაქო პირი, რომელსაც აკრედიტაცია რელიგიურმა ორგანიზაციამ უნდა მისცეს.

„მიგვაჩნია, რომ რელიგიების ისტორიის სწავლება უფრო უპრიანია და ოპტიმალური, ვიდრე კონფესიური სწავლება", - აღნიშნა ლილიანა ნიკოლაესკუ-ონოფრეიმ საუბრის დასასრულს.

შეხვედრას ესწრებოდნენ: მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, მამუკა ქურასბედიანი, პირველი მდივანი (საკონსულო ფუნქციების შემსრულებელი), მიხეილ ჩხეიძე, რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, დავით დავითაშვილი და პროტოკოლის მენეჯერი, გვანცა ცხოვრებაძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს