დიღმის მასივში, ყოფილ საბავშვო ბაღში მცხოვრებმა დევნილებმა აქცია გამართეს

დიღმის მასივში, მესამე კვარტალში, ყოფილ საბავშვო ბაღში მცხოვრებმა დევნილებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ სანატორიუმ „ქართლში" მცხოვრებ დევნილებს და საცხოვრებელი სახლებით დაკმაყოფილებას მოითხოვენ.

როგორც ისინი აცხადებენ, მძიმე და არაადამიანურ სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება, ვერ იხდიან კომუნალურებს და ამასთან, ყოფილი ბაღის შენობა დაზიანებულია და საცხოვრებლად უსაფრთხო არ არის.

აქციაზე მყოფმა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზვიად კუპრავამ განაცხადა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მძიმე სოციალური ფონია და ქვეყანა პროტესტის ზღვარზეა.

„უმძიმესი ვითარება არის, ცხოვრობენ უკიდურესად გაჭირვებული დევნილები. დაახლოებით იგივე სიტუაცია არის, რაც „ქართლში“, ეს კორპუსიც არის ავარიული - ეს აქცია, რომელიც დღეს დიღმის მასივის ამ კორპუსში დაიწყო, როგორც აქ მცხოვრები დევნილები ამბობენ, არ შეწყდება და გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლების ყურადღებას არ მიიპყრობენ“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა