რადას წევრი - რუსული აგრესიის პირობებში, უკრაინაში 300-400 ათასი რეზერვისტის მობილიზება მოხდება

უკრაინის ტერიტორიაზე რუსული აგრესიის რეალური გაფართოების პირობებში, რეზერვიდან ოპერატიულად მოხდება 300-400 ათასი მოქალაქის მობილიზება, ვისაც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის გამოცდილება გააჩნია, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელმა ფიოდორ ვენისლავსკიმ „უკრინფორმთან“ საუბარში განაცხადა.

„გარდა შეიარაღებული ძალების მუდმივი შემადგენლობისა და სხვა სამხედრო ფორმირებებისა, არსებობს რეზერვი, რომელსაც გააჩნია საბრძოლო მოქმედებების წარმოების გამოცდილება. შეგვიძლია 300-400 ათასის ოპერატიულად მობილიზება, რაც უკვე ის ძალაა, რომელიც ზუსტად მიაყენებს დანაკარგებს ჩვენ მტერს“, - განაცხადა დეპუტატმა.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ რუსეთის მასშტაბური აგრესიის შემთხვევაში უკრაინაში, სრულფასოვან მობილიზაციას თავს ვერ აარიდებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა