თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებით, აშშ მომავალ კვირას რუსეთისთვის წერილობითი პასუხების წარდგენას გეგმავს, თუმცა ნატო-ს გაფართოების საკითხზე პოზიციის შეცვლას არ აპირებს

თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ ფსაკის განცხადებით, აშშ მომავალ კვირას რუსეთისთვის წერილობითი პასუხების წარდგენას გეგმავს, თუმცა ნატო-ს მომავალი გაფართოების საკითხთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლას არ აპირებს.

კითხვაზე, იქნება თუ არა წერილობით პასუხში ისეთი რამ, რაც ნატო-ს შემდგომ გაფართოებასთან დაკავშირებით რუსეთის მიერ მოთხოვნილ გარანტიებზე აშშ-ის მანამდე გაცხადებული პოზიციისგან განსხვავებულია, ჯენ ფსაკიმ უპასუხა, რომ არსებობს საკითხები, რაზედაც აშშ მოლაპარაკებას არ აპირებს და რუსეთის ეს წინადადება განხორციელებადი არ არის.

„ჩვენ წერილობით წარვადგენთ ჩვენი და სხვა მოკავშირეებისა და პარტნიორების სერიოზულ შეშფოთებას რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, ასევე იდეებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება რეალურად გავაძლიეროთ ერთმანეთის უსაფრთხოების განცდა მომავალში, მაგრამ როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განაცხადა, არის გარკვეული საკითხები და ფუნდამენტური პრინციპები, რომელთა დაცვის მიმართ შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები და მოკავშირეები ერთგულები არიან, მათ შორის ის, რომ უკრაინელი ხალხის სუვერენულ უფლებაა, თავად დაწერონ საკუთარი მომავალი. ამ საკითხზე ვაჭრობას ადგილი არ ექნება,“- აღნიშნა ჯენ ფსაკიმ.

მისი თქმით, აშშ-ის პოზიცია უცვლელია და რუსეთის მიერ წარდგენილი გარკვეული წინადადებები განუხორციელებელია.

„ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ არის გარკვეული წინადადებები, რომლებიც განხორციელებადი არ არის,“- აღნიშნა ჯენ ფსაკიმ.

მისი განმარტებით, წინადადებების წარდგენამდე აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდება, რათა არსებული სიტუაცია განიხილონ.

„ჩვენ ასევე გავაგრძელებთ კონსულტაციებს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან და მომავალ კვირას წერილობით პასუხს წარვადგენთ,”- აღნიშნა ჯენ ფსაკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა