სოციალურმა აგენტებმა გაფიცვა შეწყვიტეს

სოციალურმა აგენტებმა გაფიცვა შეწყვიტეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სოლიდარობის ქსელის“ თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მშრომელთა გაფიცვა და კოლექტიური ბრძოლა მოლაპარაკებით დასრულდა.

„ეს არის მხოლოდ პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი! სოციალური აგენტები, სპეციალისტები, იურისტები - ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს არც იცნობებდნენ, ერთად იბრძოლეს, ერთად დაიწყეს „სოლიდარობის ქსელის“ პროფკავშირში ერთმანეთისვე გაძლიერება და თავდადებით მიაღწიეს პირველ მოგებას.

ჩვენ ვასრულებთ გაფიცვას შემდეგი პირობებით:

15 წელზე მეტია სააგენტოში ხელფასები არ გაზრდილა და ჩვენ მივიღეთ ხელფასების 40%-60%-ით მატება; მივიღეთ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება, რაც ნიშნავს, რომ ყოველი ბავშვის გაჩენის შემდეგ ყოველ თვე მშობელი მიიღებს იგივე ხელფასს, როგორც მუშაობისას; გაფიცულებს აუნაზღაურდებათ გაფიცული სამუშაო დრო; სოცაგენტები და უფროსი სოცაგენტები იქნებიან უზრუნველყოფილი ტრანსპორტით; გაუქმდება ერთთვიანი ხელშეკრულებები და ყველა დასაქმებულთან დაიდება ერთწლიანი ხელშეკრულებები; შეიქმნება სპეციალური საკომუნიკაციო პლატფორმა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის; უმჯობესდება დანამატის წესი და მოიხსნება 15 დღიანი ლიმიტი;

ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენი პროფკავშირული კოლექტიური ბრძოლა გრძელდება!- ნათქვამია „სოლიდარობის ქსელის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე