სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები 24 იანვრიდან აქციებს განაახლებენ

სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით 24 იანვრიდან პროტესტს განაახლებენ. მათი განცხადებით, აქციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან გამართავენ.

დევნილების თქმით, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომ სანატორიუმის შენობა, რომელშიც ახლა ცხოვრობენ, ავარიულია. მათივე თქმით, სამინისტროდან დღესაც დაუკავშირდნენ და ქირით გასვლის შესახებ შეთავაზება მიიღეს, რაზეც სამინისტროს წარმომადგენლებს კვლავ უარი განუცხადეს. დევნილები აცხადებენ, რომ ქირით გადასვლაზე უარის თქმის მიზეზი მთავრობისადმი უნდობლობაა.

„დღეს, ჩემი ოთახის გვერდით მდებარე საერთო კედლიდან ბათქაში ჩამოვარდა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც გარდაცვლილს პატივს მივაგებდით. მეტი რა უნდა მოხდეს? დღეს ჩვენს გარდაცვლილ მეზობელს მივაგებთ პატივს და უკვე ორშაბათიდან გავაგრძელებთ პროტესტს. გავერთიანდით დევნილები, ყველა ერთად მივდივართ ჯანდაცვის სამინისტროსთან. კიდევ ერთხელ გაფრთხილეთ დავით ფაცაცია, ნუ გაიწყვიტეთ ნამუსის ძარღვი და ყურადღება მოგვაქციეთ. ამაზე მეტი უბედურება, რაც მოხდა, რა უნდა მოხდეს?“ -აცხადებს დევნილი ესმა ბაღათურია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა