გერმანიის თავდაცვის მინისტრი - კიევის მხარეს ვდგავართ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დეესკალაციისთვის, თუმცა ახლა ამას იარაღის მიწოდება ხელს არ შეუწყობს

გერმანია უკრაინას თებერვალში საველე ჰოსპიტალს გაუგზავნის, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა კრისტინა ლამბრეხტმა Welt am Sonntag-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„თებერვალში უკრაინა მიიღებს სრულად აღჭურვილ საველე ჰოსპიტალს საჭირო ტრენინგთან ერთად, გერმანიისგან 5.3 მილიონი ევროს ოდენობის თანადაფინანსებით,“- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა და დასძინა, რომ ბერლინმა უკვე მიაწოდა რესპირატორები უკრაინას.

ამასთან, კრისტინა ლამბრეხტმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა გამორიცხა, რადგან ეს ხელს არ შეუწყობს კრიზისის განმუხტვას.

"ჩვენ ვდგავართ კიევის მხარეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დეესკალაციისთვის. ამჟამად იარაღის მიწოდება ამას ხელს არ შეუწყობს. გერმანიის მთავრობაში ამაზე შეთანხმება არსებობს", - განაცხადა ლამბრეხტმა.

შეგახსენებთ, The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბერლინმა ესტონეთს კიევში იარაღის ექსპორტის ნებართვა არ მისცა, მაშინ, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ესტონეთს ამერიკული წარმოების იარაღის უკრაინაში გასაგზავნად „მწვანე შუქი“ აუნთო. აღსანიშნავია, რომ ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინაში აშშ-ის წარმოების „ჯაველინისა“ და „სტინგერის“ სარაკეტო სისტემებს გააგზავნიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო