სახელმწიფო მინისტრის აპარატი - უსაფუძვლოა ინფორმაცია, თითქოს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები შეჩერდა - მოსახლეობისთვის ვაუჩერების გაცემის პროცესი მომდევნო კვირაში დაიწყება

უსაფუძვლოა ბოლო დროს არაერთხელ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები შეჩერდა. ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც უწყება განმარტავს, 2013 წლიდან დღემდე, უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის არც ერთ სხდომას არასდროს უმსჯელია, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების შეჩერებაზე და არსებული პროგრამები ხორციელდება უწყვეტად.

ამავე ინფორმაციით, გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ვაუჩერების გაცემის პროცესი მომდევნო კვირაში დაიწყება.

“გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის 2021 წლის 22 დეკემბერის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გაგრძელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისათვის ზამთრის პერიოდში გათბობით უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ინტენსიური სამუშაო პროცესის ფარგლებში მიმდინარეობდა სტანდარტული პროცედურული ნაწილი მუნიციპალიტეტების მიერ პროგრამის ბენეფიციართა სიების დაზუსტებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის მდგომარეობით. სამუშაო პროცესი დასრულდა და კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დაევალათ გადაწყვეტილების აღსრულება. მომდევნო კვირაში უკვე დაიწყება გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ვაუჩერების გაცემის პროცესი.

კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, იმ სოფლებში, სადაც ოჯახები დარეგისტრირებულები არიან ბუნებრივი აირის აბონენტებად, თანხა გამოიყო რეგისტრირებულ აბონენტებზე, ხოლო იმ სოფლებში, სადაც გაზიფიცირება ჯერ არ დასრულებულა - გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში მცხოვრები ოჯახის ერთ-ერთ წევრზე”, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერგნეთში მოსახლეობამ გასათბობად ვაშლის ხეები გაჩეხა, რადგან ბუნებრივი აირის ვაუჩერი არ მისცეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა