თბილისში, "სირცხვილიას" ორგანიზებით, უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

უკრაინის საელჩოსთან მოძრაობა “სირცხვილიას” ორგანიზებით, უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

აქციაში სამოქალაქო აქტივისტები და ორგანიზაციები, საჯარო პირები და პოლიტიკური პარტიები იღებდნენ მონაწილეობას.

აქციის მონაწილეებმა ადგილზე უკრაინისა და საქართველოს ჰიმნები გააჟღერეს და ორივე ქვეყნის დროშები გაშალეს, ასევე მიიტანეს ბანერები წარწერით - ,,უკრაინა და საქართველო რუსეთის გარეშე”, ,,დიდება უკრაინას”, ,,არასდროს დავბრუნდებით საბჭოთა კავშირში” და სხვა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნიკა ფარულავას განცხადებით, როდესაც საქართველო-უკრაინის საკითხი საერთაშორისო დონეზე ერთად წყდება, ქართული ხელისუფლების დუმილი არის ,,ანტისახელმწიფოებრივი და ეწინააღმდეგება საქართველოს მომავალ უსაფრთხოებას”.

,,ეს არის სოლიდარობის აქცია ჩვენი ისტორიული მეგობრისა და სტრატეგიული პარტნიორის მიმართ, რომელიც იმავე გამოწვევების წინაშე დგას როგორშიც იდგა 2008 წელს საქართველო. როდესაც საქართველო-უკრაინის საკითხი ერთად წყდება საერთაშორისო დონეზე, ქართული ხელისუფლების დუმილი არის ანტისახელმწიფოებრივი და ეწინააღმდეგება საქართველოს მომავალ უსაფრთხოებას. ყველაფერი ეს ჯდება მხოლოდ რუსეთის ინტერესებში”, - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ნიკა ფარულავამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა