ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი კორონავირუსით გარდაიცვალა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ​ კორონავირუსით ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი გარდაიცვალა.

ეპისკოპოსი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.

"გარდაიცვალა ყოვლადუსამღვდელოესი, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე).

მეუფე დიმიტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ. იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.

გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას ეპისკოპოს დიმიტრის გარდაცვალების გამო.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს იგი", - ნათქვამია განცხადებაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა