სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი გადადგა

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა თანამდებობა დატოვა.

პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ის გადადგომის მიზეზებს განმარტავს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება სრულიად არაემოციურია და გარკვეული ლოგიკიდან მოდის.

სარქისიანის განცხადებით, აღნიშნულზე ძალიან დიდხანს ფიქრობდა და გადაწყვიტა, დაახლოებით ოთხი წლის აქტიური მუშაობის შემდეგ, გადამდგარიყო რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტიდან.

მისი შეფასებით, პრეზიდენტს არ აქვს საჭირო ინსტრუმენტები დღევანდელ რთულ პირობებში.

"გვაქვს პარადოქსული სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტი იძულებულია იყოს სახელმწიფოებრიობის გარანტი, ფაქტობრივად, რეალური ინსტრუმენტების გარეშე. კონსტიტუცია ასევე გულისხმობს ერთი დაწესებულების უპირატესობას მეორეზე, უქმნის დაბრკოლებებს დიასპორის სპეციალისტებს მონაწილეობა მიიღონ ისტორიული სამშობლოს სახელმწიფო ინსტიტუტების მართვაში და ა.შ.

ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა ფორმით, მაგრამ არა შინაარსით.

ჩვენ ვცხოვრობთ თავისებურ რეალობაში - რეალობაში, რომელშიც პრეზიდენტი ვერ ახდენს გავლენას ომსა და მშვიდობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

რეალობა, როდესაც ის ვერ იყენებს ვეტოს იმ კანონებზე, რომლებსაც სახელმწიფოს და ხალხისთვის შეუფერებლად მიიჩნევს.

რეალობა, რომელშიც პრეზიდენტი ვერ გამოიყენებს თავისი პოტენციალის უპირატეს ნაწილს სისტემური საშინაო და საგარეო პოლიტიკური პრობლემების მოგვარებისთვის.

რეალობა, რომელშიც მსოფლიო მუდმივი ტურბულენტობის ზონაშია, მაგრამ პრეზიდენტს არ გააჩნია კონსტიტუციური ინსტრუმენტები, რომ დაეხმაროს თავის ქვეყანას", - წერია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა