უკრაინამ შეერთებული შტატებისგან სამხედრო დახმარების ახალი პარტია მიიღო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გაუგზავნა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი „ტვიტერში“ წერს.

მისი ინფორმაციით, კიევში ამერიკულმა თვითმფრინავმა 80 ტონაზე მეტი იარაღი ჩაიტანა.

„80 ტონაზე მეტი იარაღი უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან! და ეს არ არის დასასრული“, – წერს უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, შაბათს უკრაინამ აშშ-ის მიერ დეკემბერში დამტკიცებული 200 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია, 90 ტონამდე ტვირთი მიიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა