ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანას არ გეგმავს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი, აშშ-სგან განსხვავებით, ამ ეტაპზე უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანას არ გეგმავს.

კითხვაზე, რას ნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანის შესახებ და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ომი ახლოსაა, ჯოზეფ ბორელმა უპასუხა, რომ ამ განცხადების მიზეზს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ახსნის, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ შეხვედრას ონლაინ ფორმატში დაესწრება.

„სახელმწიფო მდივანი აგვიხსნის ამ განცხადების მიზეზებს. ჩვენ არ ვაპირებთ იმავეს გაკეთებას, რადგან კონკრეტული მიზეზები არ ვიცით, მაგრამ სახელმწიფო მდივანი მოგვაწოდებს ინფორმაციას,” - განაცხადა ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ.

მისი თქმით, ამჟამად რუსეთთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და სიტუაციის დრამატიზება საჭირო არაა.

”არ ვფიქრობ, რომ დრამატიზება უნდა მოვახდინოთ, რამდენადაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, - აღნიშნა ბორელმა და დასძინა, რომ შესაძლოა, ამ საკითხთან დაკავშირებით ენტონი ბლინკენს მეტი ინფორმაცია აქვს.

„შესაძლოა, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს მეტი ინფორმაცია აქვს და თუ ასეა, გაგვაცნობს“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, რეგიონში მზარდი საფრთხის გამო, უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებისთვის ქვეყნის დატოვების განკარგულება გასცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა