დიმიტრი პესკოვი - ნატოს აქტივობა რუსეთის საზღვრებთან არ შეიძლება იყოს იგნორირებული რუსი სამხედროების მიერ

ნატოს აქტივობა რუსეთის საზღვრებთან არ შეიძლება იყოს იგნორირებული რუსი სამხედროების მიერ , - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"რაც შეეხება კონკრეტულ ქმედებებს, ჩვენ ვხედავთ თქვენთან ერთად განცხადებებს, რომლებსაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აქვეყნებს კონტინგენტის გაზრდისა და ძალებისა და საშუალებების აღმოსავლეთ ფლანგზე კონცენტრირების შესახებ. ეს ყველაფერი მიდის იქამდე, რომ დაძაბულობა იზრდება“ , - განუცხადა ჟურნალისტებს პესკოვმა.

მისი თქმით, უსაფრთხოების სფეროში დაძაბულობის ზრდას ასევე უწყობს ხელს ის „ინფორმაციული ისტერია“, რომელიც აშშ-მა და ბლოკში მისმა მოკავშირეებმა საჯარო სივრცეში წამოიწყეს.

პესკოვმა აღნიშნა, რომ ნატოს აქტივობა რუსეთის საზღვრებთან არ შეიძლება იყოს იგნორირებული რუსი სამხედროების მიერ.

„ასეთი ქმედებები და ნატოს გაზრდილი აქტივობა ჩვენს საზღვრებთან არ შეიძლება იყოს იგნორირებული ჩვენი სამხედროების მიერ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა