ანონსი 25 იანვარი

25 იანვარს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.
მის: ინგოროყვას 7
25 იანვარს, 11:00 საათზე, გენერალურ პროკურატურაში ადვოკატ ფრიდონ სიხუაშვილს მოსამართლე ლილი მსხილაძის წინააღმდეგ საადვოკატო საქმიანობის ხელშეშლის ფაქტთან დაკავშირებით განცხადება შეაქვს.
25 იანვარს, 11:30 საათზე, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.
მის: ერწოს ქ.N11.
საკონტაქტო: ეკა გულუა - 599 72 65 65
24 იანვარს, 12:00 საათზე, „ლეიბორისტული პარტიის" ერთ–ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, გენერალურ პროკურატურაში საჩივარს შეიტანს.
თემა: პოლიციელის კანონის სრული სიმკაცრით დასჯის მოთხოვნა.
საკონტაქტო: ელენე ბერიძე - 597 001 923
25 იანვარს, 15:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია: „არა მილიციას“ გაიმართება.
მის: გულუას ქ. 10
25 იანვარს, 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია: „პოლიციური სახელმწიფო - როდემდე?“ გაიმართება.
მის: ინგოროყვას ქ.7

























