პენტაგონში აცხადებენ, რომ აშშ-ს მზადყოფნაში ჰყავს 8500-მდე სამხედრო აღმოსავლეთ ევროპაში შესაძლო განლაგების მიზნით

8500-მდე ამერიკელი ჯარისკაცი გაძლიერებულ მზადყოფნაშია მოყვანილი აღმოსავლეთ ევროპაში შესაძლო განლაგების მიზნით, ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი პენტაგონის სპიკერის ჯონ კირბის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წერს, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ბრძანება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მითითებით გამოსცა და ეს არის ნაბიჯი, რომელიც აშშ-მა გადადგა უკრაინაში რუსეთის პოტენციური შეჭრისთვის მოსამზადებლად.

პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-ს ჯარების დიდი ნაწილის გაძლიერებულ მზადყოფნაში მოყვანის მიზანია ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების გაძლიერება, მაგრამ დასძინა, რომ ისინი მზად იქნებიან ნებისმიერი სხვა საგანგებო სიტუაციისთვისაც.

მისივე თქმით, ორშაბათი დღის ნაშუადღევის მდგომარეობით, ჯარების განლაგების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არაა მიღებული.

„შეერთებულმა შტატებმა გადადგა ნაბიჯები თავისი ძალების მზადყოფნის გასაძლიერებლად სახლში და მის ფარგლებს გარეთ, ამიტომ ისინი მზად არიან უპასუხონ მთელ რიგ გაუთვალისწინებელ სიტუაციებს, მათ შორის ნატოს საპასუხო ძალების მხარდაჭერას, თუ ის გააქტიურდება“, - განაცხადა კირბიმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა