ჯოზეფ ბორელი - ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მჭიდრო კონტაქტი საქართველოსა და მოლდოვასთან

ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მჭიდრო კონტაქტი სხვა პარტნიორებთან, განსაკუთრებით საქართველოსა და მოლდოვასთან და გავაგრძელოთ გზავნილის გადაცემა, რომ ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებით შიდა მედეგობის გაძლიერება მნიშვნელოვანია მათი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, იმისთვის რომ გარე საფრთხეებს დაუპირისპირდნენ, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი ევროპული უსაფრთხოება და უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალის მობილიზება იყო, რომელიც ძირს უთხრის ევროპულ უსაფრთხოებას.

„რუსეთის სამხედრო ძალის მობილიზება უკრაინაში და მის ირგვლივ და რუსეთის მცდელობები, ხელახლა შექმნას გამყოფი ხაზები ჩვენს კონტინენტზე, ძირს უთხრის ძირითად საფუძვლებსა და პრინციპებს, რომლებზედაც აგებულია ევროპული უსაფრთხოება და აბრუნებს ბნელ მოგონებებს გავლენის სფეროებზე, რომელთა ადგილი 21-ე საუკუნეში არ არის. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენს სრულ და უდავო მხარდაჭერას უკრაინისადმი და ნებისმიერ სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ სერიოზული შედეგები და საფასური მოჰყვება დამნაშავისთვის,“- აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირი საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გაგრძელებას აპირებს. ამასთან, ისინი მზად არიან, დიპლომატიის გზა გააგრძელონ, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ დიპლომატია წარუმატებელი აღმოჩნდა, მზად არიან „სწრაფი და გადამწყვეტი ქმედებისთვის.”

„ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობას, რათა ავხსნათ, რა ხდება ევროპაში და რუსეთის საფრთხეები და შევეცადოთ განვმარტოთ დეზინფორმაცია, რომელსაც რუსეთი ფართოდ ავრცელებს ამ ფაქტების შესახებ. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაცია და დავუპირისპირდეთ დეზინფორმაციას.

ჩვენ ვაპირებთ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დიპლომატიამ იმუშაოს, თუ დიპლომატია წარუმატებელი აღმოჩნდა ჩვენ ძალიან კარგად ვართ მზად რუსეთის პოტენციურ აგრესიაზე რეაგირებისთვის. ეს იქნება სწრაფი და გადამწყვეტი ქმედება ძლიერი ერთიანობით - არა მხოლოდ ევროკავშირის შიგნით, არამედ საერთაშორისო დონეზეც,”- აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა უკრაინის და სხვა პარტნიორების მედეგობის გასაძლიერებლად. არის კონკრეტული ქმედებები, რომელთა განხორციელებაც შეგვიძლია და რასაც ვაკეთებთ. კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს გამოაცხადა ფინანსური დახმარების პაკეტი შესახებ უკრაინის მხარდასაჭერად - ჩვენი გრანტების გაორმაგება, ჩვენი მხარდაჭერა და გადაუდებელი ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა 1.2 მილიარდი ევროს ოდენობით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თანხა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკი და ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰელი ეწვევიან უკრაინას, რათა გაუზიარონ ეს სიახლე უკრაინის ხელისუფლებას,”- აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
დამზადებულია საქართველოში - „სავალი“ - კიდევ ერთი ახალი ქართული წარმოების ბრენდი „დრესაპ ჯგუფისგან“
ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთის ახალი საპილოტე პროექტი
BTU-ს სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ცნობილია
ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა