იაპონელი მეცნიერები - კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი ადამიანის კანსა და პოლიეთილენის ზედაპირზე უფრო დიდხანს ჩერდება, ვიდრე აქამდე იყო ნავარაუდევი

კიოტოს პრეფექტურის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი ადამიანის კანსა და პოლიეთილენის ზედაპირზე უფრო დიდხანს ჩერდება, ვიდრე აქამდე იყო ნავარაუდევი.

იაპონელი მეცნიერების თქმით, მათ არაერთი ლაბორატორიული ცდა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ „ომიკრონ“ ვარიანტს პოლიეთილენის ზედაპირზე გადარჩენა 193 საათის, ანუ დაახლოებით 8 დღის განმავლობაში შეუძლია. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ახალ შტამს გავრცელების უნარი დროის გაცილებით მოკლე შუალედში ჰქონდა.

შედარებისთვის, კორონავირუსის „ალფა“ ვარიანტის სიცოცხლის ხანგრძლივობა 56 საათია, „ბეტასი“ 191, „გამა“ ვარიანტი 156 საათს ცოცხლობს, „დელტა“ კი- 114 საათი. იაპონელი მეცნიერები აცხადებენ, რომ „ომიკრონ“ შტამს ადამიანის კანზე გადარჩენა 21 საათის განმავლობაში შეუძლია.

Euronews-ის ინფორმაციით, „ომიკრონ“ ვარიანტი ზოგიერთ ქვეყანაში დომინანტური შტამი გახდა. ბოლო დღეების განმავლობაში ფინეთში ინფიცირებულთა 99.9%-ს ომიკრონ შტამი აღმოაჩნდა, ბელგიაში კი 99.7%.

იხილეთ ვიდეო: იაპონელი მეცნიერები - კორონავირუსის "ომიკრონ" შტამი ადამიანის კანსა და პოლიეთილენის ზედაპირზე უფრო დიდხანს ჩერდება, ვიდრე აქამდე იყო ნავარაუდევი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა