ელენე ხოშტარია - არც არასრულწლოვნების, არც შშმ პირების, არც პოლიციის ძალადობის პრობლემა არსად გაქრება, ვიდრე ფუნდამენტს არ შევეხებით - პირობას ვდებ, დევნილების, კულტურის და შშმ პირის ამბავზე არ გავჩერდები!

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია შშმ პირის მიმართ ძალადობის საქმეზე პოლიციელების დაკავებას ეხმაურება.

როგორც ხოშტარია „ფეისბუქში“ წერს, „არც არასრულწლოვნების, არც შშმ პირების და არც პოლიციის ძალადობის პრობლემა არსად გაქრება, ვიდრე ფუნდამენტი არ შეიცვლება“.

„ლუკა სირაძის ამბავზეც დაიჭირეს ცოტა ხნით მხოლოდ ერთი ადამიანი! მერე გადასარევად გამოუშვეს და ვინც დასასჯელი იყო, ახლა დადის და ვის ურტყამს კაცმა არ იცის.

ჩვენ კი არ უნდა გვისწავლოს "ოცნებამ", რომ გავალთ, წამოვალთ, დაგვავიწყდება. უნდა მივხვდეთ, რომ პირველი - ბოლომდე მივყვეთ, მეორე - ერთმა უსამართლობამ მეორე არ გადაფაროს.

წულუკიანი რასაც კულტურის სფეროში აკეთებს, პირდაპირ კავშირშია ძალადობის და უსამართლობის წახალისებასთან. დევნილებს რაც სჭირთ, ამაზე თვალის დახუჭვა პირდაპირ აწესებს უსამართლობას და სისასტიკეს, ლექსო ლაშქარავას ამბავი არსად წასულა.

არც არასრულწლოვნების, არც შშმ პირების, არც პოლიციის ძალადობის პრობლემა არსად გაქრება, ვიდრე ფუნდამენტს არ შევეხებით.

მე პირობას ვდებ, დევნილების, კულტურის და შშმ პირის ამბავზე არ გავჩერდები, ბევრი მხრიდან ვეცდები, დავინახოთ პრობლემა და ნაბიჯ-ნაბიჯ შევეწინააღმდეგოთ სისტემას. ახლაც და სამომავლოდაც“, - წერს ხოშტარია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა