თამარ გაბუნიას განცხადებით, კვლევებმა აჩვენა, რომ „ბუსტერ“ დოზის გაკეთების შემთხვევაში დამცველობის ეფექტი მნიშვნელოვნად იზრდება

ვაქცინაციის პროგრამა გრძელდება, თუმცა ჯერჯერობით ისევ საჭიროა გააქტიურება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემსდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი შეფასებით, საკმაოდ კარგი ინიციატივაა 50 წელს ზემოთ პირების 100 ლარით წახალისება „ბუსტერ“ დოზის გაკეთების შემთხვევაში, რადგან მინისტრის მოადგილის შეფასებით, კვლევებმა აჩვენა, რომ „ბუსტერ“ დოზის გაკეთების შემთხვევაში დამცველობის ეფექტი მნიშვნელოვნად იზრდება.

„8000 იყო, დაახლოებით, გუშინ ჩატარებული აცრების რაოდენობა. ძალიან კარგი ინიციატივაა 50 წელს ზემოთ 100-ლარიანი ფინანსური წახალისება „ბუსტერ“ დოზაზე. ჩვენი გამოცდილებით, ფინანსურმა წახალისებამ ყველაზე უკეთ იმუშავა 65 წელს ზემოთ პირებში და ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად დაგვეხმარება იმაში, რომ ვაქცინაციის პროგრამა გახდეს კიდევ უფრო აქტიური, რაც რეალურად არის ძალიან ეფექტური კვლავაც, რადგან „ომიკრონის" ფონზე, დამატებითი კვლევები და სხვადასხვა ქვეყნის მონაცემები ადასტურებენ, რომ უკვე ჩატარებული 2 დოზა იცავს ჰოსპიტალიზაციისა და გართულებებისგან, თუმცა „ბუსტერ“ დოზა მნიშვნელოვნად ზრდის დამცველობით ეფექტს ინფიცირების თვალსაზრისით, ასევე ჰოსპიტალიზაციისა და გავრცელების თავიდან აცილების კუთხით“, - განაცხადა გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა