50 წელს გადაცილებული პირებისთვის ვაქცინაციის წახალისების პროგრამა ერთი თვით გახანგრძლივდება

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, 50 წელს გადაცილებული პირებისთვის ვაქცინაციის წახალისების პროგრამა ერთი თვით გახანგრძლივდება.

ამის შესახებ ღიბრაძემ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„გადაწყდა, რომ 50 წელს გადაცილებული პირების აცრის წახალისებისთვის პროგრამა 1 თვით გახანგრძლივდება“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

ცნობისთვის, ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის 8 ნოემბრიდან, თავდაპირველად 60 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის ამოქმედდა. 2022 წლის იანვრიდან კი, პროგრამაში 50 წელს ზემოთ მოქალაქეები ჩაერთნენ. ვაქცინაციის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ 50 წელს ზემოთ მოქალაქეები 200 ლარს იღებენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს