„ნონა გაფრინდაშვილი „ნეთფლიქსის" წინააღმდეგ“ საქმეზე მოსამართლე საქმის წარმოების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს

„ნონა გაფრინდაშვილი „ნეთფლიქსის" წინააღმდეგ“ საქმეზე კალიფორნიის შტატის მოსამართლე ვირჯინია ა. ფილიპსი საქმის წარმოების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.

როგორც ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მოსამართლე გადაწყვეტილებას მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის გარეშე გააჟღერებს.

„შეიცვალა ფორმატი, მხარეთა მოსმენა აღარ შედგა. მოსამართლემ ჩათვალა, რომ მხარეთა პოზიციები ცხადი და ნათელია, ამიტომ ველოდებით გადაწყვეტილებას. ყოველდღე ველოდებით, გუშინდელიდან ნებისმიერ დღეს შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენი სასარჩელო მოთხოვნები უცვლელია, მაგრამ ამ ჯერზე მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება წარმოების გაგრძელების შესახებ. „ნეტფლიქსი“ აცხადებს, რომ ეტევა გამოხატვის თავისუფლებაში, რაზეც თუ სასამართლომ თქვა, რომ არ ეტევა, სხვა დაცვის ხაზი უნდა წარმოადგინონ. ამ ეტაპზე ის მტკიცებულებები წარვადგინეთ მხარეებმა რაც საკმარისი და საჭირო იყო, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს მოსამართლე, სხვა მტკიცებულებების წარდგენა ჩერდება. ჩვენ წარვადგინეთ სცენარისტის და პროდუსერის გამოკითხვა, გარი კასპაროვის ინტერვიუ, პრესაში გამოხმაურებები, ნონა გაფრინდაშვილის განცხადებები და სხვა, ბუნებრივია მტკიცებულებების წარდგენა გაგრძელდება“, - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

ამასთან, გაფრინდაშვილის კიდევ ერთი ადვოკატის ანა რეხვიაშვილის განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილებაზე პოზიტიური მოლოდინი აქვთ, ვინაიდან ფიქრობენ, რომ მათი პოზიცია დასაბუთებულია. მისივე თქმით, ასევე შესაძლებელია მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრება.

„გადაწყვეტილება წესით დიდხანს არ გაგრძელდება და ვფიქრობთ, მალე უნდა ჩაგვბარდეს. ამის შემდეგ ვაგრძელებთ საქმის არსებით განხილვას, ესეც მოკლე ვადებში მოხდება. მოსამართლის ეს გადაწყვეტილებაც - იქნება შეწყვეტა თუ გაგრძელება შემდგომ გასაჩივრებას ექვემდებარება, ამიტომ შესაძლოა კიდევ ერთი პროცესუალური ეტაპი დაგვჭირდეს ვიდრე უშუალო შინაარსობრივ განხილვაში შევა მოსამართლე“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ქართველი მოჭადრაკე ამერიკული კომპანიისგან ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ 5 მილიონ დოლარს და სერიალში გაჟღერებული დეფამაციური ფრაზის გამოსწორებას მოითხოვს. სასამართლო დავა შეეხება სერიალის ეპიზოდს, სადაც საუბარია, რომ ნონა გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია მამაკაცებთან და მოხსნებულია რუს მოჭადრაკედ. ამერიკულმა კომპანია „ნეთფლიქსმა“ კალიფორნიის სასამართლოში სამართალწარმოების შეწყვეტის მოთხოვნით იშუამდგომლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო