„ფაიზერმა“ და „ბიონტექმა“ „ომიკრონ“ შტამზე გათვლილი ვაქცინის კლინიკური ცდა დაიწყეს

კომპანიებმა, „ფაიზერმა“ და „ბიონტექმა“ კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამზე გათვლილი ვაქცინის კლინიკური ცდა დაიწყეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კომპანიები გეგმავენ ვაქცინაციის შედეგად მიღებული იმუნური პასუხის გამოცდას ვაქცინის სამი დოზით არავაქცნირიებულ პირებში და მესამე, „ბუსტერ“ დოზით იმ პირებში, რომლებსაც ვაქცინის ორი დოზა უკვე მიღებული აქვთ.

„მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე კვლევები და რეალურ სამყაროში არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ „ბუსტერ“ დოზა კვლავ უზრუნველყოფს დაცვის მაღალ დონეს „ომიკრონით“ გამოწვეული მძიმე დაავადებისა და ჰოსპიტალიზაციისგან, ვაცნობიერებთ, რომ მზად უნდა ვიყოთ იმ შემთხვევისთვის, თუ ეს დაცვა დროთა განმავლობაში შემცირდება“, - განაცხადა „ფაიზერის“ ვაქცინების კვლევისა და განვითარების ხელმძღვანელმა, კატრინ იანსენმა.

კლინიკურ ცდაში მონაწილეობას 1 400-ზე მეტი ადამიანი მიიღებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს