რადა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხო ქვეყნების პარლამენტებს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადების განსაზღვრისკენ მოუწოდებს

უკრაინის უმაღლესმა რადამ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხო ქვეყნების პარლამენტებს მოუწოდა, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადები განსაზღვრონ, - ინფორმაციას Европейская правда ავრცელებს.

გამოცემის ცნობით გადაწყვეტილებას მხარი 282-მა დეპუტატმა დაუჭირა.

„უკრაინის უმაღლესი რადა მიმართავს გაერო-ს, ევროპარლამენტს, უცხო ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს და საერთაშორისო ორგანიზაციების საპარლამენტო ასამბლეებს და მოუწოდებს: მხარი დაუჭირონ უკრაინის მისწრაფებებს და ჩვენი ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის კონკრეტული ვადების განსაზღვრას“, - ნათქვამია მიმართვის ტექსტში.

უმაღლეს რადაში აცხადებენ, რომ ნატო-ში გაწევრიანების კურსი უკრაინის კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. განცხადების ავტორები მიუთითებენ უახლეს სოციოლოგიურ კვლევებზე, რომლის მიხედვითაც უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.

მიმართვაში ასევე აღნიშნულია, რომ 2008 წელს ბუქარესტის ნატოს სამიტის გადაწყვეტილება, რომელიც დადასტურდა 2021 წელს ბრიუსელის ნატოს სამიტზე, ითვალისწინებს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა