მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციელის მხრიდან შშმ პირის მიმართ განხორციელებული ძალადობა გააპროტესტეს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართეს და პოლიციელის მხრიდან მეტროში შშმ პირის მიმართ ძალადობა გააპროტესტეს.

მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მომხდარს სწორი კვალიფიკაცია მიეცეს და დამნაშავეები დაისაჯონ.

აქციის მონაწილეებს წარმოდგენილი აქვთ პლაკატები წარწერით: "პოლიციური სახელმწიფო როდემდე?"; "ინსტიტუციაში ყოფნა პატიმრობის ტოლფასია".

"ჩვენთვის აღმაშფოთებელი ფაქტი მოხდა გუშინ და გადავწყვიტეთ, რომ მაქსიმალური სოლიდარობა გამოგვეხატა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის და მაქსიმალურად გვეცადა, რომ ეს საკითხი არ დასულიყო რაღაც კონკრეტულ "ქეისამდე" და დაგვენახა ამ პრობლემაში რაღაც უფრო სისტემური, რაც ხდება ამ სახელმწიფოში. პოლიციური ძალადობის ქეისები ამ ქვეყანაში ძალიან ბევრია. მათ შორის შშმ პირების მიმართ. მე თვითონაც გავმხდარვარ პოლიციური ძალადობის მსხვერპლი და მესმის რას ნიშნავს, როცა პოლიცია დაცვის მაგივრად გირტყამს და დახმარების ნაცვლად არჩევანს აკეთებს, რომ დაგარტყას. ძალიან მძიმეა ეს ყველასთვის", - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა "მწვანეების" წევრმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს