„დროას“ ინფორმაციით, შსს-სთან გამართულ აქციაზე პარტიის წევრი დაშავდა

დღეს, შსს-ს შენობასთან პოლიციელის მხრიდან არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის ფაქტზე გამართულ საპროტესტო აქციაზე ,,დროას" ერთ-ერთი ლიდერი შუშანა მაცაბერიძე დაშავდა.

როგორც ,,დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ,,ფეისბუქზე” წერს, მაცაბერიძეს პოლიციელმა რამდენჯერმე დაარტყა და აქვს ძლიერი ტკივილი მუცლისა და ხელის არეში. ხოშტარიას თქმით, იგი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

,,არასრულწლოვანის ცემის გამო პროტესტზე შუშანაც მიაყოლეს, მუცელში დაარტყა პოლიციელმა რამდენიმეჯერ ხელი და სტკივა მუცელი. შუშანას ჯერ ტოვებენ კლინიკაში. მუცლის არეში ტკივილი აქვს დარტყმისგან მწვავე. როგორც კი დიაგნოზი იქნება, ცხადია ვუჩივლებთ ,,გაუქმებულ" ინსპექტორთან, არ მოგასვენებთ მაინც, ცემის პროტესტზე ცემისთვის", - ნათქვამია ელენე ხოშტარიას ,,ფეისბუქ" განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა