სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის 15 სტუდენტი  ქართულ-ამერიკულ კომპანიაში CADesign, Inc გადასამზადებელ კურსებს გაივლის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტები ქართულ-ამერიკულ კომპანიაში- CADesign, Inc გადასამზადებელ კურსებს გაივლიან, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტმა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში ჩატარებული გასაუბრების შედეგად, კურსებისათვის 15 სტუდენტი შეარჩია.

„ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გადასამზადებელი კურსების გავლა, ისეთ კომპანიაში, როგორიცაა CADesign, Inc, არის შესანიშნავი შესაძლებლობა მიიღონ პრაქტიკული ცოდნა, ხოლო კომპანიისთვის - მოიზიდოს ახალი კადრები. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ პროფესიონალი კადრების არსებობა არის სამშენებლო დარგის განვითარების საწინდარი“, - აცხადებს სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, ზურაბ გვიშიანი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, სამშენებლო ფაკულტეტისა და ქართულ-ამერიკული კომპანია CADesign, Inc -ის თანამშრომლობა სტუდენტებს საშუალებას მისცემს გაეცნონ და დაეუფლონ სხვადასხვა ტექნოლოგიას, მათთვის საინტერესო სეგმენტში მოსინჯონ ძალები და პრაქტიკული მეცადინეობების შემდგომ, სასურველი მიმართულების პროფესია აირჩიონ.

კომპანია ტექნიკური უნივერსიტეტის საუკეთესო მოსწრების მქონე სტუდენტებს, არჩეული სპეციალობის მიხედვით გაანაწილებს და პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების შესაძენად, სათანადო პირობებს შეუქმნის. გადასამზადებელი კურსების გავლის შემდგომ, განიხილება უნივერსიტეტის სტუდენტთა კომპანიაში დასაქმების საკითხი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა