გაერთიანებული სამეფო და აშშ რუსეთის SWIFT გლობალური გადახდის სისტემიდან გამოთიშვის იდეას განიხილავენ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ბრიტანეთი და აშშ რუსეთის SWIFT გლობალური გადახდის სისტემიდან გამოთიშვის იდეას განიხილავენ.

მისი თქმით, რუსეთის გადასახადის სისტემიდან გათიშვა სერიოზული ნაბიჯი იქნება და ის მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში აშშ-სთან თანამშრომლობის შედეგად შეიძლება მოხდეს.

„ეს ძალიან ძლიერი იარაღი იქნება, თუმცა მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შეერთებული შტატების დახმარებით. ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ“, -განაცხადა ბორის ჯონსონმა.

შეგახსენებთ, დასავლეთის ქვეყნებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მას დიდი საფასურის გადახდა მოუწევს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა