ბორის ჯონსონი - ბრიტანეთი მზად არის განათავსოს ჯარები ნატოს მოკავშირეების დასაცავად ევროპაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება

ბრიტანეთი მზად არის განათავსოს ჯარები ნატოს მოკავშირეების დასაცავად ევროპაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

მან ასევე გააფრთხილა რუსეთი, რომ პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში წინააღმდეგობას შეხვდება და "ბევრ რუს დედას შვილი სახლში არ დაუბრუნდება".

მან ასევე დასძინა, რომ დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები რუსეთს უპასუხებენ სწრაფად და "ერთიანად" "მკაცრი" ეკონომიკური სანქციებით.

შეგახსენებთ, პენტაგონში გუშინ განაცხადეს, რომ 8500-მდე ამერიკელი ჯარისკაცი გაძლიერებულ მზადყოფნაშია მოყვანილი აღმოსავლეთ ევროპაში შესაძლო განლაგების მიზნით. ასევე ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში დამატებითი საბრძოლო ჯგუფების განთავსების შესაძლებლობას განიხილავს ნატოც.

თავის მხრივ, რუსეთმა, რომელიც უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს, საზღვარზე ჯარები განათავსა. საზღვართან დაახლოებით 100 000 რუსი ჯარისკაცია განლაგებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო