უკრაინაში ამერიკული სამხედრო დახმარების მესამე ნაწილი ჩავიდა

უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან სამხედრო დახმარების მესამე თვითმფრინავი ჩაფრინდა. ამის შესახებ უკრაინულ მედიას ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განუცხადა.

„საერთაშორისო ტექნიკური დახმარება ამერიკისგან უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის უკვე უკრაინაშია. ამ დროისთვის „ბორისპოლის“ აეროპორტში აღნიშნულ პარტიას ხვდებიან კოლეგები თავდაცვის სამინისტროდან და ამერიკის საელჩოდან. ეს არის თანამედროვე აღჭურვილობა და თავდაცვისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალები“ , - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, ამერიკამ ცოტა ხნის წინ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით დამატებით, 200 მილიონი დოლარი გამოყო.

22 იანვარს უკრაინაში პირველი თვითმფრინავი ჩაფრინდა, რომელმაც თავდაცვითი დახმარების რამდენიმე პარტიიდან ერთ-ერთი პაკეტი ჩაიტანა.

მეორე პარტია ამერიკიდან უკრაინაში 23 იანვარს ჩაიტანეს, რომელიც მოიცავდა 80 ტონა თავდაცვით იარაღს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო