რუსეთის დუმის სპიკერი - აშშ-ს სურს რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც მართვადი და ლოიალური იქნება

შეერთებულმა შტატებმა საბოლოოდ ღიად განაცხადა, რომ ვაშინგტონს სურს რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც მართვადი და ლოიალური იქნება, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რითაც ის აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კომენტარს გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესების შესახებ.

“ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. აშშ-ის ხელმძღვანელობამ ღიად განაცხადა ის, რაც მას სურს: ვაშინგტონს სურს რუსეთის ლოიალური და მის მიერ მართვადი პრეზიდენტი", - წერს ვოლოდინი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.

მისი განცხადებით, რუსები მიიჩნევენ, რომ ეს სანქციები არა პუტინის, არამედ ქვეყნის მოსახლეობის არჩევანის წინააღმდეგაა მიმართული.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას განიხილავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა