ხორვატიის პრემიერი ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებაზე - მთავრობის სახელით, ბოდიშს ვიხდი უკრაინელების წინაშე

ხორვატიის პრემიერ-მინისტრი, ანდრეი პლენკოვიჩი ქვეყნის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის მიერ უკრაინის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს იხდის.

„იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში სამხედროები არ გვყავს, პოლონეთში მყოფი ჩვენი კონტიგენტი უკვე დაბრუნდა სამშობლოში, არ ვიცი, რომელი სამხედროები გამოჰყავს პრეზიდენტს. უკრაინაში კორუფციასთან დაკავშირებით მისი განცხადება არ არის ჩვენი პოზიცია და მე, მთავრობის სახელით, ბოდიშს ვიხდი უკრაინელების წინაშე“, – წერს ანდრეი პლენკოვიჩი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, ხორვატიის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა და მისი ადგილი ნატო-ში არ არის. მისივე თქმით, რუსეთთან ესკალაციის შემთხვევაში, ზაგრები რეგიონიდან საკუთარ ჯარისკაცებს გაიყვანს. ამ განცხადების გამო, ხორვატიის ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს