ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალება

ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, გარემოვაჭრეებმა სპეციალურად გამოყოფილ სავაჭრო სივრცეებში უნდა გადაინაცვლონ.

„ძალიან ბევრი ზარი და შეტყობინება შემოვიდა ამასთან დაკავშირებით. საქმე ეხება ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიას და პრობლემას წარმოადგენს ფეხით მოსიარულეთათვის. კერძოდ, საქმე ეხება გარემოვაჭრეებს, რომლებსაც ტროტუარები აქვთ დაკავებული და ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილება პრობლემას წარმოადგენს. მიმდებარედ არსებობს სავაჭრო სივრცეები და მინდა დავავალო სამგორის რაიონის გამგებელს, მოელაპარაკოს ამ სივრცეების დირექციას და იმ ადამიანებმა, ვინც დღეს გარევაჭრობით არის დაკავებული, ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას, შესაბამის სივრცეებში გადაინაცვლონ. ასევე, მინდა ჩემ მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დავავალო, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, კერძოდ, ტროტუარების, დამცავი ჯებირების, ზებრა გადასასვლელების და სათანადო გამწვანების სამუშაოების განხორციელება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. დღეიდანვე დაიწყეთ კომუნიკაცია გარემოვაჭრეებთან, მიეცით მათ გონივრული ვადა, დავეხმაროთ მათ კომუნიკაციაში სავაჭრო სივრცეების დირექციასთან, რათა თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა ამ მიზნით გამოყოფილ სივრცეებში გააგრძელონ“, - განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა