მედიის ინფორმაციით, აშშ-მა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით  წერილობითი პასუხი გადასცა

რუსეთში აშშ-ის ელჩმა ჯონ სალივანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრ გრუშკოს ვაშინგტონის წერილობითი პასუხი გადასცა უსაფრთხოების გარანტიებზე რუსეთის ორმხრივი შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა ამერიკული მხარის თხოვნით შედგა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ჯერ კიდევ, სახელმწიფო დუმის სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი არ გამოაქვეყნებს აშშ-ის პასუხს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, თუკი ასეთი თხოვნა იქნება. მანვე აღნიშნა, რომ ვაშინგტონის რეაქციის შინაარსი საზოგადოებას ეცნობება.

გასული წლის 17 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა შეთანხმებათა პროექტები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც მოსკოვს გააჩნია მოლოდინი ვაშინგტონისგან და ნატოსგან, რომ უარს იტყვიან აღმოსავლეთით ნატოს შემდგომ გაფართოებაზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა