იენს სტოლტენბერგი - პატივს ვცემთ საქართველოსა და უკრაინის გადაწყვეტილებას ნატო-ში გაწევრიანების შესახებ

პატივს ვცემთ თითოეული ქვეყნის სუვერენულ უფლებას, აირჩიოს უსაფრთხოების როგორი სისტემის ნაწილი სურს იყოს, ან არ იყოს და ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ საქართველოსა და უკრაინის გადაწყვეტილებას, ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთების შესახებ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ს საქართველოსა და უკრაინასთან ძალიან მტკიცე და მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებს.

“მტკიცედ ვუჭერთ მხარს იმ ძირითად პრინციპებს, რომლებსაც ევროპული უსაფრთხოება ემყარება მრავალი წლის განმავლობაში, ათწლეულების განმავლობაში. ეს არის ის, რომ ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ერის სუვერენულ უფლებას, აირჩიოს თუ რა სახის უსაფრთხოების როგორი სისტემის ნაწილი სურს იყოს, ან არ იყოს და ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ საქართველოსა და უკრაინის გადაწყვეტილებას ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთების შესახებ და ასევე, მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ორივე ქვეყანასთან ძალიან მტკიცე და მჭიდრო პარტნიორობა გვაქვს,“- აღნიშნა სტოლტენბერგმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა