„არემჯის“ ქართულ-გერმანულ ღვინის სახლს ამერიკელი ექსპერტი ეწვია

ბოლნისში, „არემჯის“ მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეძენილ ქართულ-გერმანულ ღვინის სახლს, არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის კორსერვაციის ამერიკელი ექსპერტი მერი კეი ჯუდი (Mary Kay Judy) ეწვია.

„არემჯის“ ინფორმაციით, მერი კეი ჯუდიმ, რომელიც საქართველოში 1998 წლიდან ახორციელებს კულტურული მემკვიდრეობის კანონმდებლობისა და არქიტექტურული ძეგლების კონსერვაცია-რესტავრაციის შეფასება-ექსპერტიზას, ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში ჩატარებულ სარესტავრაციო სამუშაოებს მაღალი შეფასება მისცა.

„მინახავს ქართული კულტურული მემკვიდრეობის არაერთი ძეგლი, თუმცა ამ დრომდე არ მქონდა ინფორმაცია საქართველოში 1817 წლიდან მცხოვრებ გერმანელებისა და მათი დასახლებების შესახებ. ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი ბოლნისში და აღფრთოვანებული ვარ იმით რაც ვნახე. განსაკუთრებულად მოხიბლული ვარ დამოკიდებულებით, რომელსაც სახლის მიმართ ვხედავ - ავთენტურობის შენარჩუნებით, დეტალების მიმართ ყურადღებით, იმით, თუ რამდენად მართლები ხართ სახლის ისტორიასთან ინტეგრირების კუთხით. სახლის აღდგენა ხდება უმაღლესი სტანდარტებით და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი პროექტი გამოვა", - აღნიშნა მერი ქეი ჯუდიმ, არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის კორსერვაციის ექსპერტმა.

„წისქვილის #8 ნომერში მდებარე საუკუნოვანი სახლის რესტავრაცია, რომელიც კატარინენფელდსა (ბოლნისი) და ელიზაბეტთალში (სოფელი ასურეთი – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) მოღვაწე პედაგოგსა და მწერალს, იმანუელ ვალკერს, ეკუთვნოდა თითქმის წელიწადია მიმდინარეობს. სახლის სარესტავრაციო სამუშაოები სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის ჩართულობით ხორციელდება.

ქართულ-გერმანული ღვინის სახლი არემჯის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც ადგილობრივი მეღვინეების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. რესტავრაციის დასრულების შემდეგ, სახლში, წარმოდგენილი იქნება ბოლნისელი მეღვინეების პროდუქცია, სადეგუსტაციო და საპრეზენტაციო სივრცეები, სადაც სტუმრები ბოლნისური ღვინოების დაგემოვნებას შეძლებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე