ანონსი 28 იანვარი

ანონსი  28 იანვარი

28 იანვარს, 10:30 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

28 იანვარს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.

28 იანვარს, 12:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

28 იანვარს, 13:00 საათზე, „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წარმომადგენლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს გამოძიების დაწყების მიზნით განცხადებით მიმართავენ.

თემა: 2021 წლის 2 დეკემბერს, ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს ბრძანებით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუ თამაზაშვილის, დაბა ბაკურიანში ტყის გადაცემა.

მის: ვაჟა-ფშაველას გამზირი N27

საკონტაქტო პირი: ლაშა ფარულავა 577 14 81 18

​

28 იანვარს, 13:00 საათზე, ხაშურის რაიონულ სასამართლოში წინა სასამართლო სხდომა გაიმართება ბრალდებული ბაბუის მიმართ, რომელსაც 12 წლის შვილიშვილის გაუპატიურებას ედავებიან.

28 იანვარს, 14:00 საათზე სასტუმრო „რედისონში“ „ნონა გაფრინდაშვილი - ნეტფლიქსის საქმის“ სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება.

საკონტაქტო : ლელა ციხისელი - 577 99 77 22

28 იანვარს 14:30 საათზე სახელმწიფო კანცელარიასთან არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო აქტივისტების გაერთიანება - "მესამე სექტორი" საპროტესტო აქციას გამართავს.

თემა: ხელოვნურად გაზრდილი გაორმაგებული ფასები პროდუქტებზე, ტრანსპორტზე, საწვავზე.

საკონტაქტო: თემური ცათიაშვილი - 574 66 66 61

28 იანვარს, 15:00 საათზე, პარლამენტის წინ, საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ხელს მოაწერენ უკრაინის მხარდამჭერ პეტიციას.

ხელმომწერები: პარტია "დროა", პარტია "ლელო საქართველოსთვის", პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლება", "საქართველოს რესპუბლიკური პარტია", პარტია "სტრატეგია აღმაშენებელი", მოძრაობა "სირცხვილია", არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის მცველები".