ნინო თანდილაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, შემუშავდა კანონი, რომელმაც საწარმოებს დაუწესა უმნიშვნელოვანესი ვალდებულებები, მათ შორის, ონლაინმონიტორინგი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, შემუშავდა კანონი, რომელმაც საწარმოებს დაუწესა უმნიშვნელოვანესი ვალდებულებები, მათ შორის, ონლაინმონიტორინგი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განმარტებით, მონიტორინგის კამპანიის მიზანია, საწარმოებმა რაც შეიძლება მოკლე დროში მოახდინონ კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებების შესრულება.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, შემუშავდა კანონი, რომელმაც საწარმოებს დაუწესა უმნიშვნელოვანესი ვალდებულებები, მათ შორის, ონლაინმონიტორინგი - რა მავნე ნივთიერებებს აფრქვევს თითოეული მათგანი ატმოსფერულ ჰაერში. სწორედ ამიტომ, ფაქტობრივად ყველა მსხვილ საწარმოს უწევს ტექნოლოგიური პროცესის გაუმჯობესება, სათანადო ფილტრაციის სისტემის დამონტაჟება, რათა შემცირდეს მავნე ნივთიერებების გაფრქვევა. კომპანია „რუსელოისში“ გამართულ შეხვედრაზე გავეცანით ვალდებულებების შესრულების სტატუსს. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი დანადგარები უკვე ჩამოსულია და ამ ეტაპზე, საწარმო უზრუნველყოფს კანონით გათვალისწინებული ნებართვების მიღებას, რათა დაიწყოს ასპირაციის სისტემის მოწესრიგება. ვფიქრობ, საწარმოს მიერ დასახელებული ვადები გონივრულია. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ მზაობა, რომ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს საწარმოებს შესაბამისი ნებართვების მიღებაში, რათა გამწოვი სისტემების მოწყობის პროცესი არ შეფერხდეს. პარალელურად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განაგრძობს შემოწმების პროცესს. აღნიშნული საწარმო გასულ წელს ხუთჯერ შემოწმდა და დაჯარიმდა სხვადასხვა გარემოსდაცვითი ვალდებულების დარღვევისთვის. შემოწმება განხორციელდა მიმდინარე წლის 25 იანვარსაც და შესაბამისი ოქმიც შედგა. მინდა აღვნიშნო, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მსხვილი საწარმოს ხარვეზები აქვს იდენტიფიცირებული და თითოეულ მათგანზე შესაბამის რეაგირებას ახდენს. ეს პროცესიც და მონიტორინგის კამპანიაც ემსახურება მთავარ მიზანს - საწარმოებმა მაქსიმალურად მოკლე ვადებში შეძლონ ვალდებულებების შესრულება და შედეგად მივიღოთ გაუმჯობესებული ჰაერის ხარისხი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს