თამარ გაბუნია - დღეს არავინ იცის პასუხი კითხვაზე, რამდენ ხანს გასტანს „ომიკრონით“ მიღწეული საზოგადოებრივი იმუნიტეტი -  მიუხედავად იმუნიტეტისა, ვაქცინა კვლავ რჩება პირველი რიგის ინტერვენციად

ომიკრონმა“ შეცვალა თამაშის წესები და არა იმან, რომ სისტემა მოეშვა და უბრალოდ ამოიწურა ემოციური და ტექნიკური რესურსი იმისთვის, რომ შენარჩუნებულიყო მაქსიმალური მობილიზება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, სწორია თუ არა შთაბეჭდილება, რომლის მიხედვითაც, პანდემიის მართვისას მსოფლიო ჯანდაცვის სისტემა და მათ შორის საქართველო „მიშვების პოლიტიკაზე“ გადავიდა, რადგან მეტი სიმშვიდით და ნაკლები პანიკით ხვდება ინფიცირების ათასობით შემთხვევას.

გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით საქართველო არ იმყოფება „ომიკრონის“ გავრცელების პიკში და გარკვეული დროის განმავლობაში ყოველდღიური ინფიცირების მაღალი მაჩვენებლები შენარჩუნდება.

“ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება და იკვეთება მოლოდინი იმისა, რომ მომდევნო კვირა იქნება უფრო მეტად აღმავალი პერიოდი. პროგნოზი არის დაახლოებით 2 კვირა, მესამე კვირიდან უკვე შესაძლებელია, რომ აღარ იყოს მატება და დაიწყოს დაღმასვლა. სხვა ქვეყნების გამოცდილება ამბობს, რომ სწრაფი აღმასვლის შემდეგ დაღმასვლაც იყო საკმაოდ სწრაფი.

რაც შეეხება საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამომუშავებას, გარკვეულწილად იმუნური ფენა „ომიკრონის“ ტალღას ქვეყანაში დახვდა. ეს იყო მილიონზე მეტი ვაქცინირებული და ასევე იგივე რაოდენობა უკვე ინფექციაგადატანილი პირების, თუმცა საინტერესოა ისიც, რომ ის მეტად აქტიურად იწვევს განმეორებით ინფიცირებას. „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების შემდეგ ეს იმუნური ფენა კიდევ უფრო გაიზრდება, მაგრამ დღეს არავინ იცის პასუხი იმაზე, თუ რამდენ ხანს გასტანს „ომიკრონით“ გამოწვეული იმუნური ფენა“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, თუ რა იმუნიტეტს დატოვებს საზოგადოებაში „ომიკრონი“, ვაქცინა კვლავ რჩება პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად პირველი რიგის ინტერვენციად.

გარდა ამისა, თამარ გაბუნიამ პანდემიის დასრულების წინაპირობაზეც გააკეთა კომენტარი.

„პანდემიის დასრულება ნიშნავს იმას, რომ შემთხვევები იქნება, მაგრამ არა ასე ბევრი, არ იქნება ასეთი სწრაფად გავრცელებადი და სიცოცხლისთვის სახიფათო. არავინ ვღელავთ, როდესაც გვაქვს გრიპი ან მარტივი ვირუსული ინფექცია, რადგან ამის მართვა მარტივად ხდება. იგივე მიმართულებას და გზას გავივლით ამ შემთხვევაშიც, როდესაც ეს ვირუსიც ძალას დაკარგავს და მიიღებს გარკვეულწილად ჩვეულებრივი ცირკულირებადი ვირუსის სახეს, თუმცა ჯერჯერობით ნაადრევია ამაზე საუბარი“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
დამზადებულია საქართველოში - „სავალი“ - კიდევ ერთი ახალი ქართული წარმოების ბრენდი „დრესაპ ჯგუფისგან“
ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთის ახალი საპილოტე პროექტი
BTU-ს სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ცნობილია
ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა