ვიქტორია ნულანდი - ჩვენს დოკუმენტში უკიდურესად მკაფიოდ არის გამოხატული შეშფოთებები, მათ შორის რუსეთის მიერ საკუთარი მეზობლების სუვერენიტეტის დარღვევების გამო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში, ვიქტორია ​​ნულანდი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ რუსეთისთვის წარდგენილი პასუხი მოიცავს აშშ-ის შეშფოთებას რუსეთის მიერ მეზობლების სუვერენიტეტის დარღვევის გამო.

„არ ჩავუღრმავდები ჩვენი დოკუმენტის ან ნატო-ს დოკუმენტის ზუსტ ენას, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ჩვენს დოკუმენტში უკიდურესად მკაფიოდ არის გამოხატული ჩვენი შეშფოთებები რუსეთის პოზიციასთან დაკავშირებით, მათ შორის მის მიერ მეზობლების სუვერენიტეტის დარღვევების გამო“, – აღნიშნა ნულანდმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული ბრიფინგის დროს.

შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა და ნატო-მ რუსეთს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთავაზებულ წინადადებებზე წერილობითი პასუხი წარუდგინეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
დამზადებულია საქართველოში - „სავალი“ - კიდევ ერთი ახალი ქართული წარმოების ბრენდი „დრესაპ ჯგუფისგან“
ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთის ახალი საპილოტე პროექტი
BTU-ს სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ცნობილია
ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა