ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა, - ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მზადყოფნა, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, გადამწყვეტი რეაგირება მოახდინოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში. მან ასევე ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ,“- ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტმა ბაიდენმა ცხადყო, რომ აშშ-ის საელჩო კიევში ღია რჩება და სრულად ფუნქციონირებს მიუხედავად იმისა, რომ საელჩოს თანამშრომლების ოჯახებმა უკრაინა დატოვეს.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა მხარდაჭერა გამოხატა „ნორმანდიულ“ ფორმატში კონფლიქტის მოგვარების მცდელობის მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ 26 იანვრის შეხვედრის დროს მხარეების მიერ ცეცხლის შეწყვეტის პირობების შესრულებაზე აღებული ვალდებულება ხელს შეუწყობს დაძაბულობის შემცირებას და მინსკის შეთანხმებების განხორციელებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა