ყირგიზეთი და ტაჯიკეთი საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

ყირგიზეთი და ტაჯიკეთი საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტასა და ერთობლივი პატრულირების განხორციელებაზე შეთანხმდნენ, - ინფორმაციას რუსული მედია ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მოლაპარაკებების დროს, მხარეებმა შემდეგ შეთანხმებებს მიაღწიეს : ცეცხლის სრულად შეწყვეტა, დამატებითი ძალებისა და საშუალებების გაყვანა და დისლოცირების ადგილებზე დაბრუნება, ბატკენ-ისფანას გზის გახსნა, კონფლიქტის პრევენციის მიზნით სასაზღვრო რეგიონებში ერთობლივი პატრულირება,“- აცხადებენ ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურში.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა და ორი ქვეყნის მესაზღვრეებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. გავრცელდა ინფორმაცია ერთი გარდაცვლილის შესახებაც.

ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს, რომ კონფლიქტის მიზეზი გახდა ტაჯიკი სამხედროების მიერ საავტომობილო გზის გადაკეტვა იმ მონაკვეთზე, რომელიც ყირგიზეთის ქალაქ ისფანას ქალაქ ბატკენთან აკავშირებს.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა