ვლადიმერ ზელენსკი - ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრის დროს ერთობლივ სამომავლო ქმედებებზე შევთანხმდით

აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი მქონდა. დეესკალაციის მიზნით ბოლოდროინდელი დიპლომატიური ძალისხმევა განვიხილეთ და ერთობლივ სამომავლო ქმედებებზე შევთანხმდით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი „ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, ამერიკელ კოლეგას სამხედრო დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სამხედრო დახმარებისთვის. ასევე განვიხილეთ უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობები“, - წელს ზელენსკი.

შეგახსენებთ, სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მზადყოფნა, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, გადამწყვეტი რეაგირება მოახდინოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში. მან ასევე ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა