ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის გაუქმებასთან დაკავშირებით Netflix-ის შუამდგომლობა კალიფორნიის მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

კალიფორნიის სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა Netflix-ის შუამდგომლობა, გაეუქმებინა ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მიერ შეტანილი სარჩელი, - ინფორმაციას მედია ავრცელებს.

Netflix-ი სამართალწარმოების შეწყვეტას ითხოვდა, რადგან ამტკიცებდა, რომ სერიალი არის მხატვრული ნაწარმოები და მის შემქმნელებს კანონი ფართო მხატვრულ ლიცენზიას ანიჭებს.

თუმცა, აშშ-ის კალიფორნიის შტატის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვირჯინია ფილიპსი ამ მოთხოვნას არ დაეთანხმა.

“ის ფაქტი, რომ სერიალი გამოგონილია, არ იცავს Netflix-ს ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობისგან,” - ნათქვამია მოსამართლის გადაწყვეტილებაში.

ქართველმა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ სარჩელი გასული წლის სექტემბერში შეიტანა. მათივე ცნობით, საქმე ეხება სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ გაჟღერებულ ფრაზას, რომ ნონა გაფრინდაშვილი მამაკაც მოჭადრაკეს არასდროს დაპირისპირებია. გაფრინდაშვილის უფლებადამცველის ინფორმაციით, ქართველი მოჭადრაკე ამერიკული კომპანიისგან ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ 5 მილიონ დოლარს მოითხოვს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს