Euronews - კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა კოვიდ-რეგულაციებს ამსუბუქებს

Euronews-ის ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიუხედავად ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა კოვიდ-რეგულაციებს ამსუბუქებს.

ფინეთის ხელისუფლების თქმით, იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში რთული ეპიდ-სიტუაციაა, მომდევნო თვიდან რესტორნებს მუშაობის საშუალება 21:00 საათამდე ექნებათ. ამასთან, მათ შეეძლებათ 75%-იანი დატვირთვით იმუშაონ. მომდევნო თვიდან ნიდერლანდებში შეზღუდვების უმეტესობა უქმდება და ქვეყანაში ბარები, რესტორნები, მუზეუმები, თეატრები და სხვა დაწესებულებები იხსნება.

რამდენიმე დღის წინ დანიის მთავრობა არსებული კოვიდ-რეგულაციების სრულიად გაუქმების ინიციატივით გამოვიდა. დანიის პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, ქვეყანაში დარჩენილი ყველა კოვიდ-რეგულაცია მოიხსნება, რომლის მიხედვითაც პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ასევე გაუქმდება რესტორნებისა და კვების ობიექტებისთვის დაწესებული საათობრივი შეზღუდვა, გაიხსნება ღამის კლუბებიც.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს