ჯო ბაიდენსა და ოლაფ შოლცს შორის თეთრ სახლში შეხვედრა გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს თეთრ სახლში უმასპინძლებს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-სა და გერმანიის ლიდერების შეხვედრა 7 თებერვალს გაიმართება.

„შეხვედრაზე უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიას განიხილავენ,“- განაცხადა ჯენ ფსაკიმ.

მისი თქმით, აშშ-ში ოლაფ შოლცის ვიზიტი „იძლევა შესაძლებლობას შეერთებულ შტატებსა და გერმანიას შორის ღრმა და მტკიცე კავშირების გასამტკიცებლად“.

„ისინი ასევე განიხილავენ მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას მთელ რიგ საერთო გამოწვევებზე, ასევე ეკონომიკური კეთილდღეობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით,“ - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

აღსანიშნავია, რომ ოლაფ შოლცი პირველად შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტს მას შემდეგ, რაც მან გერმანიის კანცლერის თანამდებობა დაიკავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო