ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის მკურნალობას 29 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს

ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის მკურნალობას 29 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს. როგორც ჰოსპიტლის კოვიდდეპარტამენტის კურატორმა მერაბ ჩიქოვანმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 17 066 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 30 პაციენტი. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 125 410 საიდანაც: 4 894 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 2 143 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 118 373 პირი კი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს