ორხევის დასახლებაში, სადაც მუნიციპალურმა ინსპექციამ სახლების დემონტაჟი დაიწყო, ხმაურია

ორხევის დასახლებაში, სადაც მუნიციპალურმა ინსპექციამ სახლების დემონტაჟი დაიწყო, ხმაურია. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მერიას ფართის დაკანონების მიზნით ადრე მიმართეს, თუმცა პროცედურა დროში გაიწელა და საბოლოო ჯამში, ფართი არ დაუკანონდათ.

როგორც ერთ-ერთი დაზარალებული განმარტავს, ახლა არ იცის, სად უნდა გაათენოს ღამე, მაშინ როდესაც ერთადერთი საცხოვრებელი ფართი დემონტაჟს დაექვემდებარა.

„შეშაზე ვიყავი წასული და როდესაც მოვედი, ასეთი ვითარება დამხვდა. ისეთს არაფერს ვითხოვ, მე და მამას დასარჩენი ფიზიკურად არსად გვაქვს. მნიშვნელობა არ აქვს სად, მაგრამ ან ქირით ან სადმე რომ მოვთავსდეთ. იმისაც არ ვითხოვ, რომ გინდა თუ არა აქ უნდა ვიცხოვრო, სადაც გინდა იქ იყოს, ოღონდ ერთი ოთახი რომ არსებობდეს იმისთვის, რომ მე და მამამ დავიძინოთ“, - აცხადებს „მთავარ არხთან“ საუბრისას ერთ-ერთი დაზარალებული.

მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლის განმარტებით, მათ იმ სახლების დემონტაჟი მოახდინეს, რომელშიც არავინ ცხოვრობდა. მისივე თქმით, ამის მტკიცებულებად ფოტო და ვიდეომასალაც გააჩნიათ.

„დღეს ჩვენ რომელი სახლის დემონტაჟებიც განვახორციელეთ იქ შესახლებული არავინ იყო. ჩვენთვის ცნობილი არ არის რომ ისინი ადგილობრივები არიან ან სად არიან ჩაწერილები. თუმცა, იმისთვის, რომ ქუჩაში არავინ დარჩნეს, მობილიზებულია მერია, მუნიციპალური სამსახური და გამგეობა. თუ ვინმე დარჩება ქუჩაში დარჩება, მას საცხოვრისს გამოვუყოფთ“, - აცხადებს ინსპექციის წარმომადგენელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა