ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 99 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 99 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერის თქმით, 2017 წელს დაწყებული პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართები 2000-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა.

„დღეს ნაძალადევის რაიონში 99 ოჯახს გადავეცით საკუთრებაში საცხოვრებელი სახლები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. ჩვენი მხრიდან ყველანაირი მხარდაჭერა და თანადგომა ექნებათ იმ ოჯახებს, ვინც ანალოგიურ მდგომარეობაშია. მათ აუცილებლად უნდა მიმართონ იმ რაიონის გამგეობას, სადაც ისინი ცხოვრობენ და აუხსნიან, თუ რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ იმისთვის, რომ შემდეგ დაუკანონდეთ ეს ფართები. ძალიან მიხარია და ვულოცავ ამ ოჯახებს. უკვე 300 მილიონ ლარზე მეტის ქონებაა დაკანონებული მათთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ცნობით, მოწმობები აღნიშნულ ოჯახებს იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონების შემდეგ გადაეცათ, რომლებშიც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. როგორც მერიაში აღნიშნავენ, მათ ფართები მუნიციპალიტეტისგან სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად შეისყიდეს.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე იმყოფებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო